კლინიკა სამგორი მედი 10 წლის გახდა- წარმატებული ქართული ბრენდი 2017

2017.12.22 13:18:54
კლინიკა სამგორი მედი 10 წლის გახდა- წარმატებული ქართული ბრენდი 2017

ქართული ბრენდების პოზიციონირება რამდენიმე თვიანი კვლევების შედეგად ირკვევა.

 

 კლინიკა სამგორი მედიმ  მოკლე დროში მოიპოვა ნდობა და რეპუტაცია მოსახლეობაში და  20 დეკემბერს, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ში, რიგით მე–15  ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების  ცერემონიალზე „ქართული ბრენდის დღე 2017“,  კლინიკა სამგორი მედის მიენიჭა „წარმატებული ქართული ბრენდის“ ნომინაცია. ვულოცავთ სამგორი მედის საიუბილეო თარიღზე ამ დიდ გამარჯვებას

კლინიკა  სამგორი მედის დამფუძვნებელის, ხელმძღვანელის, მეან-გინეკოლოგის  ია ქაშაკაშვილის  მუშაობის ძირითადი ფუნდამენტია: მუდმივი სიახლეების დანერგვა  მკურნალობის მეთოდიკაში, კლინიკის უახლესი სამედიცინო აპარატურებით აღჭურვა, ზრდა-განვითარება  ყოველ წელს, კვალიფიციურ და პროფესიონალ ექიმთა გუნდური მუშაობის პრინციპი,  კლინიკის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობა   სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში, როგორც ადგილობრივ ასევე  საერთაშორისო კონფერენციებსა  და კონგრესებში.  ეს ყველაფერი განაპირობებს იმ ნდობისა და რეპუტაციის მოპოვებას, რომელიც სამგორი მედიმ მოახერხა  პაციენტებსა თუ სამედიცინო საზოგადოებაში. 

 

სამკურნალო დიაგნისტიკური ცენტრი სამგორი წარმოადგენს გამართულ მრავალპროფილურ  კლინიკას ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით.   ფუნქციონირებს თერაპია - კარდიოლოგიის, რეანიმაციის, ქირურგიის (ორი საოპერაციო ბლოკით) განყოფილებები,  ლაბორატორია დღე-ღამის განმავლობაში. ტარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები - კორონაროგრაფია სტენტირება,  კომპიუტერული ტომოგრაფია. კლინიკაში დასაქმებულია  60 -ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი, მათ შორის 6  მედიცინის დოქტორი.  

კლინიკაში მოქმედებს როგორც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა, ასევე  სამგორი მედი არის სადაზღვევო კომპანიების იმედი  L-ის , უნისონის, ალფას პროვაიდერი.