ქართული ბრენდის დღე 2017- წლის გამორჩეული მოვლენა

2017.12.13 19:09:26
ქართული ბრენდის დღე 2017- წლის გამორჩეული მოვლენა

ქართული ბრენდის დღე საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილის წარმატებული პროექტია.

ღონისძიებისთვის წელს მე-15 საიუბილეო წელია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად შეიქმნა ქართული ბრენდის დღის ჰიმნი, რომლის ავტორი ზაზა მარჯანიშვილია.

 

 „ქართული ბრენდის დღის" მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე. გამარჯვებულები ტრადიციულად 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან. ესენია:

• ლიდერი

• რეპუტაცია და ნდობა

• წარმატებული ახალი ქართული ბრენდი

• ბრენდ პერსონა

• წარმატებული ტელეპროექტი

ნომინაციაში-ბრენდ პერსონა პირველად 2008 წელს დასახელდა გამარჯვებული.

 

" ქართული ბრენდის დღე 2017" 20 დეკემბერს სასტუმრო "ბილთმორში" გაიმართება.  „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 15 წელია არსებობს, რაც მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით ყოველთვის განსხვავებულია, იზრდება და ვითარდება.  ბუნებრივია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუ-ბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება." - აღნიშნავს ქართული ბრენდის დღის დამფუძნებელი მანანა გეგიძე.

 

 "ამ პროექტის დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა, თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების ასლი, ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას."- განმარტავს ელგუჯა მარღია.

პროექტი გაზაფხულზე ქვეყნის საზღვრებს გასცდება და ქართული ბრენდის დღე უკვე ნიუ-იორკში ჩატარდება.

 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების არსებობის განმავლობაში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2003 წლიდან დღემდე “ქართული ბრენდის დღე” წარმოაჩენს და სტიმულს აძლევს ქართულ ბრენდებს, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.