"კატასტროფულად ცუდი შედეგი გვაქვს!" მთავრობა თხილის ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს

2017.09.13 12:13:02
"კატასტროფულად ცუდი შედეგი გვაქვს!" მთავრობა თხილის ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს

მთავრობა-"კატასტროფულად ცუდი შედეგი გვაქვს,თხილის ექსპორტი შემცირდება".

 

"თხილის კულტურაში ჩვენ პრობლემები სულ სხვა მიზეზების გამო გვაქვს და არა იმის გამო, რომ აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. მისი წვლილი ზარალში 8-10% შეიძლება იყოს. ჩვენ დღეს გვაქვს კატასტროფულად ცუდი მოსავალი თხილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ბევრი სხვა მომენტი, რომელიც ვერ შევასრულეთ, ან კლიმატის გამო ახალი პრობლემები გაჩნდა და თხილის მოსავალი ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება თხილის ექსპორტში შემცირება. ამაზე პასუხი არის ერთადერთი - ჩვენ უნდა გავატაროთ ყველა სწორი აგროტექნოლოგიის ღონისძიება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კლიმატის ზემოქმედება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.