როგორ იმოქმედებს ლარის კურსი სამომხმარებლო ტარიფებზე

2017.09.08 12:51:53
როგორ იმოქმედებს ლარის კურსი სამომხმარებლო ტარიფებზე

რა შესაძლო გავლენა ექნება ლარის კურსის ცვლილებას სამომხმარებლო ტარიფებზე.

 

"ლარისა და დოლარის ამ ეტაპზე არსებული მიმართება თუ შენარჩუნდა, სამომხმარებლო ტარიფის სერიოზული ცვლილება არ უნდა მოხდეს. ამის წინაპირობა დღეს არ ჩანს. შეიძლება, რომელიმე მდგენელმა კომპონენტებმა მოიმატონ, ან მოიკლონ, მაგრამ სამომხმარებლო ტარიფში არ უნდა იყოს ისეთი ცვლილება, რომელიც მოსახლეობას ტვირთად დააწვება. ბუნებრივია, მე აქ მხედველობაში არ მაქვს კახეთის ენერგოსისტემა, სადაც სერიოზული ინვესტიციებია ჩასადები იმისთვის, რომ ეს სისტემა ფეხზე დადგეს", - განმარტა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა , გია არაბიძემ.