ჩინური კომპანიები საქართველოში ნავთობის მოპოვებას გეგმავენ

2017.09.07 12:32:57
ჩინური კომპანიები საქართველოში ნავთობის მოპოვებას გეგმავენ

ჩინური კონსორციუმი საქართველოში ნავთობის მოპოვებას გეგმავს.

 

ჩინური კომპანიები საქართველოში ნავთობის ძებნა/მოპოვებითი სამუშოების განხორციელებით დაინტერესდნენ. ჩინურმა კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე ჩინური კომპანია შედის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ 3 აპრილს გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მიიღეს მონაწილეობა. კომპანიები- შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია, შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC) და შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი, სააგენტომ საუკეთესო განაცხადებს შორის შეარჩია. 

 

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ჩინურ კონსორციუმთან ხელი მოეწერება 25 წლიან შეთანხმებას. კონსორციუმში შემავალი ჩინური კომპანიები: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC), შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი, მუშაობას სამეგრელოსა და იმერეთში მდებარე სალიცენზიო ბლოკებზე გეგმავენ.