ქართული ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა

2017.09.06 13:35:41
ქართული ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება:

 

"ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა, 55%-ით გაიზარდა ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის კოორდინირებული საქმიანობისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. 

 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 51% (5098091), რუსეთი - 94% (28493063), უკრაინა - 42%(4334970), პოლონეთი - 19% (1622872), ლატვია - 25% (963266), ბელარუსი - 35% (904070), აშშ - 67% (286496), გერმანია - 39% (256672), ისრაელი - 232% (139994), საფრანგეთი - 378% (95530), აზერბაიჯანი - 170% (102 342) და სხვა. 

 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.