"სილქ როუდ ჯგუფს" კომპანია Geocell-ის შესყიდვა სურს

2017.09.05 13:05:47
"სილქ როუდ ჯგუფს" კომპანია Geocell-ის შესყიდვა სურს

"სილქ როუდ ჯგუფს" კომპანია Geocell-ის შესყიდვა სურს.

 

"სილქ როუდ ჯგუფი“ კომპანია „ჯეოსელის“ შესყიდვით დაინტერესებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლექსო თოფურიამ „საქმიან დილას“ მიაწოდა. კითხვაზე ხომ არ გამოიყენებს კომპანია „სილქნეტი“ ობლიგაციებიდან მიღებულ 34 მლნ ლარს „ჯეოსელის“ შესასყიდად, თოფურიამ განაცხადა, რომ ამ თანხით „თიბისი ბანკში“ არსებული სესხის რეფინანსირება მოხდება, რაც შეეხება „ჯეოსელს“, კომპანიით დაინტერესება თოფურიამ დაადასტურა და განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში გადაწყდება, რომელი რესურსით მოხდება მისი შესყიდვა.