არჩევნების შემდეგ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება

2017.09.05 12:06:30
არჩევნების შემდეგ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება

არჩევნების შემდეგ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება.

 

რეგიონში ლარი ერთადერთი ვალუტაა, რომელიც ყოველდღიურად უფასურდება. 8-10 დღეში კურსი 3%-ით დაეცა. სულ ცოტა ხნის წინ ლარი დოლართან მიმართებით 2,39 ნიშნულზე იყო, მაგრამ ახლა 2,46-ს გადააჭარბა.

მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება შემოდგომაზე, ხოლო ზამთარში ძალიან მძიმე პრობლემის წინ აღმოვჩნდებით, რადგან კურსი 2,6-ს თავისუფლად გასცდება, რაც დიდი პრობლემა იქნება მთელი საქართველოსთვის, - წერს გაზეთი "რეზონანსი".