"აგროჰაბი" ვაკეში გაიხსნება

2017.09.04 11:34:29
"აგროჰაბი" ვაკეში გაიხსნება

"აგროჰაბი" ვაკეში გაიხსნება.

 

"აგროჰაბი" გაზაფხულიდან ვაკეში გაიხსნება. ამის შესახებ "საქმის კურსს" აგროჰაბის წარმომადგენელმა გიორგი ჯაშიაშვილმა განუცხადა. 

 

მისი ინფორმაციით, ახალი ჰიპერმარკეტის გახსნა მაისში "აქსის თაუერსში" იგეგმება. 

 

აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი 2 460 კვ.მ-ზე განთავსდება. 

 

საქართველოში "აგროჰაბის" პირველი ჰიპერმარკეტი გასული წლის ბოლოს გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარი ჩაიდო. 

 

კომპანია "აგროჰაბს" აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. კომპანიას აქვს რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება. გარდა ამისა, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.