დღეიდან მიმოქცევაში ახალი 5 ლარიანი ბანკნოტი შემოდის (ფოტო)

2017.09.01 12:22:11
დღეიდან მიმოქცევაში ახალი 5 ლარიანი ბანკნოტი შემოდის (ფოტო)

პრეზენტაცია დღეს 11 საათზე ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში გაიმართა. 

 

ახალი 5-ლარიანი პირველი ბანკნოტია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ხელმოწერით იქნება.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები.