აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2019.02.12 14:06:26
აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 57 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.700 პროცენტით, მაქსიმალური 6.840 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.757 პროცენტით განისაზღვრა.