საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტში ყველი პირველ ადგილზეა

2019.02.12 13:39:20
საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტში ყველი პირველ ადგილზეა

საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტში, მთავარი პროდუქტი ყველია - წერს Georgiandairy-ი ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.

2018 წელს ამ პროდუქტის ექსპორტი 200 ათასი ლარით გაიზარდა. 2017 წელს ყველის ექსპორტმა დაახლოებით 500,000 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი 770,000 ლარამდე გაიზარდა. ექსპორტირებული ყველის FOB ფასმა საშუალოდ კილოგრამზე 23.80 ლარი შეადგინა. აღნიშნულია 8%-იანი მატება 2017 წელთან შედარებით.

საქართველოდან ყველი ძირითადად აშშ-ში გადის. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი აშშ დოლარში 2%-ით გაიზარდა და 64.4 მილიონს გაუტოლდა. ექსპორტის მაჩვენებელი დოლარსა და ლარში 8-9%-ით გაუარესდა, თუმცა ასეთ შედეგს რე-ექსპორტის შემცირების გამო ვიღებთ: სინამდვილეში ექსპორტი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, თუმცა აქვე აღსანიშნია რომ მისი მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტისას.