საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება ბანკის 2019 წლის ამბიციური გეგმები და სტრატეგია

2018.12.10 16:00:51
საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება ბანკის 2019 წლის ამბიციური გეგმები და სტრატეგია

10 დეკემბერი, 2018 - საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური დირექტორი, კახაბერ (კახა) კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში თავის პოსტს დატოვებს.

სამეთვალყურეო საბჭო ამ პერიოდში გამოაცხადებს ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას. კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა, მანამდე კი მან კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში, კახა ასევე იკავებდა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს 10 წლის განმავლობაში. 

 

კახა კიკნაველიძის საქართველოს ბანკში, გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფნისას, განხორციელდა და დასრულდა ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო ჯგუფის“ (BGEO Group PLC) გამიჯვნის პროცესი. საინვესტიციო და საბანკო აქტივების წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ - საქართველოს ბანკი 100%-ით ფოკუსირებულია საბანკო საქმიანობაზე და 2019 წლისთვის დასახული აქვს ამბიციური გეგმები და სტრატეგია. რაც ნიშნავს, რომ ბანკი კიდევ უფრო აქტიურად იმოქმედებს ბაზარზე, საინტერესო ცვლილებებით - წარმატებისა და წინსვლისთვის.