ახალი რობოტი შინაური ცხოველების აღნაგობით

2017.10.08 18:55:12
ახალი რობოტი შინაური ცხოველების აღნაგობით

იაპონური კომპანია Sony რობოტის საყვარელი შინაური ცხოველის (robot pet) წარმოებას აპირებას.

როგორც SBS-ი წერს, 12 წლიანი პაუზის შემდეგ, კომპანია რობოტების ბაზარზე ბრუნდება. რობოტი, რომელიც 2018 წელს გამოვა, აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით და ინტერნეტთან დაკავშირების უნარი აქვს. კომპანიამ სპეციალისტების ის გუნდი შეკრიბა, რომლებმაც პიონერი რობოტი-ძაღლი AIBO შექმნეს. Sony-მ AIBO-ს პროექტი 1999 წელს დაიწყო და 2006 წელს შეჩერდა. Sony აპირებს ღია დატოვოს პროგრამული უზრუნველყოფა, რათა დეველოპერებს მასში ცვლილებების შეტანა შეეძლოთ. Sony-ში ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსეს რობოტების წარმოება, რობოტების რომელიც ხალხის გულის მოგებას შეძლებს.