ვან გოგის ყვითელი სახლი

2017.03.26 11:27:20
ვან გოგის ყვითელი სახლი

მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგი დაიბადა ჰოლანდიაში,სოფელ გრომ ზიუნდერგში, რომელიც ბელგიას ესაზღვრება, მთელი მისი შემოქმედება საფრანგეთთან იყო დაკავშირებული.

"როცა მე ვნახე პარიზი, რაღაც განსაკუთრებულმა,შეუცნობელმა გრძნობამ შემიპყრო,ვიცოდი, ამისგან თავის დახსნა შეუძლებელი იქნებოდა" - წერს ის თავის დას ერთ ერთ წერილში.

ვან გოგს ფინანსური პრობლემები ხშირად ჰქონდა, რაშიც მას მისი ძმა, თეო ეხმარებოდა.

1888 წელს ვან გოგი გადადის საცხოვრებლად ლამარტინში, (პლასე ლა მარტინი) და აწყობს სახელოსნოს. სწორედ აქ შეიქმნა ლეგენდარული "მზესუმზირები".

1888 წლის სექტემბერში მან სამი ღამე გაატარა კაფე დე ლა გარეში, სადაც დაიწერა მისი ერთ ერთი შედევრი "ღამე კაფეში". ეს ნახატი მერე, მოგვიანებით აკვარელში გაიმეორა.

"ღამე კაფეში მე გამოვხატე ადამიანის არარაობა, ის თუ როგორ იღუპავს თავს , თუ როგორ ხდება დამნაშავე, ეს მე გადმოვეცი წითელი და მწვანე ფერებით".

"ყვითელი სახლი"- ყითლი ფერი იყო მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი.- "ეს მაგიური ფერია, ის მზისფერია".

"ყვითელი სახლი" მის ტილოზეა აღბეჭდილი, რომელიც პირვანდელი სახით აღარ არსებობს. ამ სახლში შეიქმნა არაერთი შედევრი...