ბრენდ პერსონა 2017 - გურამ დოჩანაშვილი

2017.12.21 19:25:51
ბრენდ პერსონა 2017 - გურამ დოჩანაშვილი

2017 წლის ნომინაციაში "ბრენდ პერსონა" თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი დაჯილდოვდა.

 

 

გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის."

 

2010 წლის 17 დეკემბერს გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოების, ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანის "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" პრეზენტაცია გაიმართა. რომანი გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. მწერალი წიგნზე სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.