ბრენდ პერსონა 2013

2017.02.14 12:14:37
ბრენდ პერსონა 2013

2013 წლის ნომინაციაში ,,ბრენდ პერსონა" გივი ბერიკაშვილი დაჯილდოვდა.

 

გივი ბერიკაშვილი თეატრისა და კინოს მსახიობი. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში, არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

 

                                                         

 

                                                          

 

                                                            

                      

                                                             

 

 

                 კინო როლები:

  • ღვინის აკვანი - (2011) დოკუმენტური
  • თბილისური Love Story (ლადო) - (2009)
  • მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი - (2008)
  • მიდიოდა მატარებელი (მანდო ,რამკიანი ქურდი) -(2005)
  • სიყვარულის ცეცხლი -(2003)
  • მიჯაჭვული რაინდები (სანჩო პანსა) -(1999)
  • კოლა და ვანო - (1999)
  • სამოთხის გვრიტები (მასწავლებელი) - (1997)
  • წარსულის აჩრდილები - (1996)
  • შიში (ფოსტის გამგე ) - (1995)
  • ჩონგური (მანქანის ქურდები) - (1994)
  • ლეონარდო (მტვირთავი) - (1993)
  • თეთრი ბაირაღები (ტიგრანა) - (1990)
  • ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი - (1989)
  • ყველაზე სწრაფები მსოფლიოში - (1985)
  • ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა (აბუთიძე) - (1984)
  • ყვითელი ჩიტი - (1983)
  • მარადისობის კანონი (ბულიკა) - (1982)
  • სიყვარული ყველას უნდა (კოლ-ბის თავმჯდომარე) - (1980)
  • ზღაპარი - (1980)
  • წარმატება (იღბალი) - (1980)
  • ქორწინება იმერულად (ბუხუტი) - (1979)
  • დათა თუთაშხია (კოსტა დასტურიძე) - (1978)
  • დაბრუნება - (1977)
  • როცა დედები შინ არ არიან - (1977)
  • მწვერვალის დამპყრობნი - (1977)
  • პეპელა - (1977)
  • ლიმონის ტორტი - (1977)
  • სამი სასიძო - (1977)
  • გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) - (1976)
  • ნატვრის ხე (ფადლაურა) - (1976)
  • ღვინის ქურდები (ფირუზა) - (1975)
  • კიბე - (1975)
  • სამი მანეთი - (1975)
  • თერმომეტრი - (1975)
  • შაბათ საღამოს - (1975)
  • ნიძლავი - (1975)
  • წყარო გზის პირას (შაშო) - (1974)
  • მზე შემოდგომისა (პლატონი)- (1973)
  • გაგიმარჯოს, მეზობელო !(ზღვარი) - (1973)
  • მშვიდობით, ინესა! - (1972)
  • დაისი (ტიტო) - (1971)
  • ბზიანეთი - (1968)
  • ლონდრე (ლონდრე) - (1966)
  • გიორგობისთვე - (1966)
  • ჯილდო (პეტო) - (1965)