რის მაღაზიას ხსნის სარა ჯესიკა პარკერი ნიუ–იორკში (ფოტო)

2017.11.06 14:28:24
რის მაღაზიას ხსნის სარა ჯესიკა პარკერი ნიუ–იორკში (ფოტო)

მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე თავისი  ბრენდის (SJP) pop-up მაღაზიას ხსნის.

ამის შესახებ ინფორმაციას WWD-ი ავრცელებს. მსახიობმა ფეხსაცმლის ბრენდის პირველი მაღაზია ნიუ-იორკში ჯერ კიდევ 4 წლის გახსნა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დროებითი მაღაზია ნიუ-იორკის ცენტრში - მე-5 ავენიუზე განთავსდება. სარა ჯესიკა პარკერის თქმით, ის კლიენტებსა და თაყვანისმცემლებს თავადაც მოემსახურება. SJP-ის დროებითი მაღაზია 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და ფეხსაცმლის შეძენას მსურველები 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ.