ბრენდ პერსონა 2010

2017.02.09 22:51:26

2010 წელს ნომინაციაში ,,ბრენდ პერსონა" ოთარ მეღვინეთუხუცესი დაჯილდოვდა.

 

ოთარ მეღვინეთუხუცესი დაიბადა 1932 წლის 16 იანვარს, თბილისში. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

 

კინო როლები:

  • “ფატიმა” ჯამბულატი, რეჟ. სიკო დოლიძე
  • “ერთი ცის ქვეშ” ბონდო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • “კეთილი ადამიანები” გიგა ბეთანელი, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • “ვინ შეკაზმავს ცხენს” გვადი, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • “ვედრება” ჯოყოლა, რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • “ტარიელ გოლუა” გაიოზ გადალენდია, რეჟ. ლევან ხოტივარი
  • “დიდოსტატის მარჯვენა” მეფე გიორგი, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
  • “ყელსაბამი ჩემი სატრფოსათვის” მაჰმუდი, რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • “მთვარის მოტაცება” არზაყანი, რეჟ. თამაზ მელიავა
  • “მზე შემოდგომისა” ვახტანგი
  • “ნატვრის ხე” ელიოზი, რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • “დათა თუთაშხია” დათა, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • “გაგიმარჯოთ ყველას” ფიროსმანი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • “ძმა” ფაღავა, რეჟ. თემურ ბაბლუანი
  • “ჭიდაობას რა უნდა” ბაადური, რეჟ. მ. ჭიაურელი
  • “თეთრი ბაირაღები” ისიდორე, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • “წარსულის აჩრდილები” ქაიხოსრო, რეჟ. ლევან თუთბერიძე
  • “განვედ ჩემგან” რეჟ. დ. ასტრახანი

 

                                                 

                                                       

                                                   

 

 

ჯილდოები და პრემიები:

კ. მარჯანიშვილის სახ. საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977 – თეატრის დარგში გაწეული ღვაწლისთვის)

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979)

საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981 – დათა თუთაშხიას როლისთვის)

ტოკიოს კინოფესტივალის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “იზიდი”

1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი

1973 წ. საქართველოს სახალხო არტისტი

1977 წ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

1979 წ. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი

1981 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემია

1992 წ. ტოკიოს VI-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია “მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის” დ. ასტრახანის ფილმში “განვედ ჩემგან”

1997 წ. სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია

1998 წ. რუსთაველის სახელმწიფო პრემია

2000 წ. ღირსების ორდენი

2001 წ. რუსეთის თეატრალური სფეროსა და ბიზნეს სამყაროს პრემია “კუმირი”

2001 წ. რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია “თოლია”

2001 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემია