„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას“- კომპანია ნიკალას დაარსების ისტორია

2019.03.15 17:03:44
„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას“- კომპანია ნიკალას  დაარსების ისტორია

„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას“- სლოგანის ქვეშ გაერთიანებული  კომპანია „ნიკალას“ დაარსების ისტორია brandnews-ისგან.

 

კომპანია „ნიკალა“  2016 წელს დაარსდა, თუმცა დაარსების ისტორიას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა.

 

სურვილი, რომ უფრო მეტი გაკეთებულიყო მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით, „ნიკალას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნიკოლოზ ბენიაიძეს ბავშვობიდანვე ჰქონდა ჩანერგილი. ის ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწია და ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია.  

ამ კუთხით, სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იწყება პერიოდიდან, როდესაც მან  სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა.  

 

90-იანი წლების პერიოდში ვენახების მასიური გაჩეხვა მიმდინარეობდა. მოსახლეობის ძირითადი ნაწილისათვის უფრო მომგებიანი მარცვლეული კულტურის მოყვანა იყო, აქედან გამომდინარე ვენახების უმეტესი ნაწილი იჩეხებოდა. ამ დროს, ნიკოლოზმა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა დაეწყო მიტოვებული ვენახების მოძიება, შესყიდვა და აღდგენა. რაც შეეხება, ახალი ნერგების გამოყვანას  და ვენახების გაშენებას, 1998 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და დღეს უკვე, 30 ჰექტარ რქაწითელსა და საფერავს ფლობს ნიკოლოზი. 

 

ეს ვენახები გაშენებულია ალაზნის ველზე, საზღვრისპირა ტერიტორიაზე, სადაც სოციალური ფონის გამო, მოსახლეობა უკვე საკმაოდ ცოტაა დარჩენილი და ახალგაზრდობა თითქმის აღარაა.  "ჩვენს ვენახებსა და მარანში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონის გაძლიერებაში და მიგრაციის შემცირებაში".

 

 კომპანია ნიკალამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შენდება სასტუმრო „შატო ნიკალა“, რომელიც დასრულდება 2020 წლის გაზაფხულზე და მას დასჭირდება მომსახურე პერსონალი, მიმტანი, მარნის თანამშრომელი და ა.შ. წინასწარ ინფრმაციის მიწვდით, კომპანია ეხმარება დაინტერესებულ პირებს, სურვილის შემთხვევაში გაიარონ გადამზადება კონკრეტულ სფეროში და შემდგომ დასაქმდნენ.        

  

„ნიკალა“ აერთიანებს ღვინის ორ ბრენდს- ბალავარი, რომელიც არის ქართული წესით დამუშავებული  და ევროპული ტიპის ღვინოები და მეორე-„ნიკალას მარანი“, სადაც წარმოდგენილია ქვევრის ღვინო. 

 

ნიკალას მარანი საუკუნეების წინ შეწყვეტილ ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს გასული საუკუნის 50-იანწლებში, ისტორიული ჰერეთიდან გადმოტანილ ქვევრებში აყენებს. 100, 200 და 300 წლოვან ქვევრებს ძველი დამღები ამშვენებს, მათ შორისაა ცნობილი ოსტატების, ჩუბინიძეების ნახელავიც. ღვინის უნიკალური არომატი და განსაკუთრებული გემო, ქვევრის  თვისებებზეა დამოკიდებული. ნიკალას მარანმა შექმნა მარანი და საუკუნოვან ქვევრებს ახალი სიცოცხლე მიანიჭა, სადაც დაყენებული ღვინო დგება იმისთვის, რომ მოიგონო წარსული,  ადღეგრძელო მომავალი და გააგრძელო ისტორია! 

 

 

უხსოვარი წარსულიდან დღემდე -ღვინო, ვაზი, სამშობლო და სიკვდილ-სიცოცხლისათვის შეუპოვარი ბრძოლა ერთმანეთთან განუყოფლად რომ არიან დაკავშირებულნი, ამას ისტორიული ჰერეთის ისტორიაც მოწმობს სპარსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ათასი ჰერელი ვაჟკაცის შესანდობარის შესახებ.

 

„ მოულოდნელად დაესხა თავს ჰერეთს სპარსეთის ჯარი. არავინ დაინდო. გადაწვა სოფლები, გაიტაცა ხალხის სარჩო -საბადებელი. ხალხმა, ვინც მოასწრო მთებს, დაბურულ ტყეებს შეაფარა თავი. ჰერელი ვაჟკაცები წინააღმდეგობისთვის მოემზადნენ. თუმცა მოღალატემ მათი ადგილსამყოფელი გასცა და გამთენიისას სპარსელთა ჯარი დაესხა თავს. მტერი სალტესავით შემოერტყათ ირგვლივ. აირია ყველაფერი, ღამის სიბნელეში მტერსა და მოყვარეს ვეღარ არჩევდნენ. მტრის მხოლოდ მესამე და მეოთხე წყებამ სძლია მათ. როცა ინათა ათასი ვაჟკაცი უკვე უსულოდ იწვა ბრძოლის ველზე. ბრძოლა დამთავრდა. ტყვეებითა და ნადავლით დატვირთულმა მტერმა თავის ქვეყანას მიაშურა. ხალხი, ვინც ნადირს შიმშილს და სიცივეს გადაურჩა, ნელ-ნელადაუბრუნდა დანგრეულ სახლ-კარს. მათ უზარმაზარი აკლდამა ააგეს და ერთად მოათავსეს ათასი თავგანწირული ვაჟკაცი. შემდეგ ძმათა სასაფლაოზე ათასკოკიანი ქვევრი აიტანეს და აკლდამის გვერდით ჩაფლეს. იმდღიდან მოყოლებულ ყოველ შემოდგომაზე ჰერეთის მოსახლეობის თითოეული კომლი ვალდებულად თვლიდა თავს აეტანა და იმ ქვევრში თითო კოკა ღვინო ჩაესხა. ასე ივსებოდა ქვევრი  ყოველწლიურად, ხოლო როდესაც ქვეყანა ჭირნახულს დააბინავებდა ღვინობის თვეში მოხდიდნენ თავს ქვევრს და სვამდნენ სამშობლოსათვის თავგანწირული ათასი ქართველი ვაჟკაცის შესანდობარს. „

 

 

  ნიკალას ბაზარზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინო, ასევე სასრუმრო, რომელიც, ახლა შენდება დედოფლისწყაროში, თბილისიდან 180 კილომეტრის მოშორებით. სასტუმრო გათვლილი იქნება 80-მდე ვიზიტორზე. 0 სართულზე განთავსებული იქნება ქვევრების მარანი და სადეგუსტაციო დარბაზი, 1-ელ სართულზე- მიმღები, რესტორანი, ოფისი. მე-2 და მე-3 სართული სასტუმროს ნომრებს დაეთმობა. მე-4 სართული დაეთმობა 6--70 პერსონაზე გათვლილ საკონფერენციო არბაზსა და ტერასას. მე-5 სართულზე, საკონფერენციო დარბაზის თავზე იქნება ბარი თავისი ვერანდით და ულამაზესი ხედებით.

 

 

 

კომპანია გეგმავს, რომ სასტუმროს ეზოში გააკეთოს ცალკე ქვევრის ჭაჭის მარანი, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ვიზიტორებს მონაწილეობა მიიღონ ჭაჭის გამოხდაში და ჩურჩხელების ამოვლებაში.

 

გარდა ამისა, ეზოში მოეწყობა  ღია აუზი და სატრენაჟორო დარბაზი და რაც მთავარია, სასტუმროს ერთ ერთი ულამაზესი ადგილი იქნება გადასახედი და რესტორანი, საიდანაც ხელიგულივით მოჩანს ჰერეთი, ალაზნის ველი.  კომპანია გეგმავს გორებზე ტერასებისა და ვენახების გაშენებას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ამ ადგილს ტურისტებისთვის. მოეწყობა ტურები, როგორც ფეხით სიარულის მოყვარულთათვის, ასევე ცხენით და კვადროციკლებით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ტერიტორია, სადაც სასტუმრო „შატო ნიკალა“ შენდება, საუკეთესოა მათთვის ვისაც თირკმელების პრობლემა აქვს. ეს ზონა, მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ნეფროლოგიურ კურორტად ითვლება.

ნიკალას ბრენდის ღვინოს აქვს ერთი გამორჩეული და განსხვავებული სახის ბოთლში ჩამოსხმული სასმელი, რომელიც არის  ქვევრის საფერავი და აქვს  საინტერესო შეფუთვა. აღნიშნული ღვინო მიძღვნილია 1000 ჰერელ გმირს და სიმბოლურად ვაზის 1 ცალი ლერწი დატანებულია შეფუთვაზე. 

 

 აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ღვინის კომპანია, რომელიც არამხოლოდ სასმლის, არამედ  ქართული ისტორიის პოპულარიზაციას ცდილობს. ეს ბრენდი არის " King David"-ი, რომლიც ეკუთვნის კომპანია "იბერიკას" და "ნიკალას".  მუკუზანის საფერავს ეტიკეტად  ცნობილი ესპანელი მხატვრის- აუგუსტო ფერერ დალმაუს ნახატი, "დიდგორის რაინდი" ამშვენებს. ნახატის შექმნის სურვილი მხატვარს მაშინ გაუჩნდა, როდესაც საქართველოს და კონკრეტულად დიდგორის ბრძოლის შესახებ ისტორიას გაეცნო.  

 

 

ის არის პირველი მხატვარი, რომელმაც  ქართველთა ბრძოლას ფერწერული ტილო მიუძღვნა და მუკუზანის საფერავის დაგემოვნების შემდეგ, კომპანიას ღვინის ბოთლზე ეტიკეტად გამოყენების უფლება მისცა. აღნიშნული ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით, სასჩუქრე ყუთითა და მხატვრის ექსკლუზიური ავტოგრაფით გამოვა. ბოთლზე ქართული, ინგლისური, ესპანური და იტალიური ენებზე ნათარგმნი დიდგორის ბრძოლის ისტორია იქნება დატანებული.

 

საინტერესო სიხლეები ამით არ სრულდება. ქართველმა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ დააანონსა სიახლე, რომლის მიხედვითაც, სასტუმო "შატო ნიკალაში"იგეგმება ქართული მხატვრული ფილმის- "საქართველო-sakartvelo"-ს ერთ-ერთი სცენის გადაღება. ამ მნიშვნელოვანი სიახლით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ კომპანია "ნიკალა" ქართული კულტურის წარმოჩენას უწყობს ხელს.

 

 

 

ავტორი– ქეთა მელიქიშვილი