კომპანია წნული- ახალი ქართული ბრენდი

2019.03.14 13:10:07
კომპანია წნული- ახალი ქართული ბრენდი

სოციალური მისიიის მქონე საწარმო "წნული" 2016 წელს, კასპის შშმ პირთა კავშირის ბაზაზე დაფუძნდა.

 

 

 საწარმო ბუნებრივად მოპოვებული რესურსისგან  ამზადებს არქაული ტიპის აქსესუარებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ინტერიერსა და ექსტერიერზე გათვლილ პროდუქციას. ეს არის ტრადიციულისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაცია. მორგებული ყველა თაობისა და გემოვნების მომხმარებელზე, რაზეც ნაწარმის ხარისხი, ნაირსახეობა და ფართო არჩევანიც მეტყველებს.  ამ ეტაპზე საწარმოში მზადდება რამდენიმე სახის დაწნული პროდუქცია.

 

 

 წნული მომხმარებელს სთავაზობს სამომხმარებლო ნივთებს, როგორიცაა თეფში, სახილე, სანათი და ა.შ. აგრეთვე, კომპანია ამზადებს განსხვავებული ინტერიერის ნივთებს, აქსესუარებსა და ავეჯს.

 

 

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018-2019 წლებში კომპანია წნულმა დაასაქმა დაახლოებით 15 ადამიანი, რომელიც ნივთების შექმნის პარალელურად გადის გადამზადების კურსს. აქ მუშაობენ, როგორც შშმ პირები, ასევე წარსულში კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანები. "წნულმა" შეიმუშავა ინკლუზიური  სწავლების მეთოდოლოგია უსინათლო ადამიანებისთვის. მათ უკვე აქვთ ხელსაქმის შესწავლის და შემდგომ დასაქმების შესაძლებლობა.

 

 

 საწარმო დასაქმებულ ბენეფიციარებს სთავაზობს მათ საჭიროეებებზე მორგებულ სამუშაო სივრცეს. შშმ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში  აქტიური ჩართულობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საწარმოს მთავარი ორიენტირია.