"შირაქი"- ახალი ქართული ბრენდი

2019.02.15 15:17:48
"შირაქი"- ახალი ქართული ბრენდი

ამიერკავკასიაში ერთადერთი ბიო პროდუქტის მწარმოებელი კომპანია "შირაქი" 2007 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მას შემდეგ თავის მომხმარებელს ნატურალური და ჯანსაღი რძის პროდუქტებით ამარაგებს.

აქედან გამომდინარე კომპანიის მიმართ ნდობის მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება. ასევე ზრდადია ბაზარზე მისი მოთხოვნის მაჩვენებელი. კომპანია 2015 – 2016-2017- 2018  წლებში გახდა დარგის ლიდერი და მას შემდეგ არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, თავის საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის.

 

"შირაქის" დამფუძნებელი გახლავთ ნიკოლოზ ბენიაიძე, რომლმაც დიდი შრომა და ღვაწლი ჩადო აღნიშნული კომპანიის დაარსებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მან უცხოელი სპეციელისტებისგან შემოიტანა ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ განევითარებინა დარგი და როგორ ეწარმოებინა ევროპიდან შემოყვანილი მსხვილფეხა საქონლით ყველაზე ნატურალური და სასარგებლო პროდუქტები.

 

კომპანიის ფერმა და საწარმო მდებარეობს შირაქის ველზე, დედოფლისწყაროს რაიონ სოფელ-არხილოსკალოში.

 

"შირაქის" გავრცელების არეალი საკმაოდ ვრცელია. აღნიშნული კომპანიის პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს შემდეგი სუპერ მარკეტების ქსელში: კარფური,  ფრესკო, ნიკორა, სმარტი, გუდვილი, ფუდმარტი, ზღაპარი, ლა ფემილი, ეკონომიქსი.

 

რამოდენიმე თვის წინ, კომპანია "შირაქი" ერთ-ერთი პრესტიჟული დაჯილდოების "ქართული ბრენდის დღის" მონაწილე კომპანია გახდა და ჯილდო მიიღო ნომინაციაში "წარმატებული ახალი ქართული ბრენდი", რაც მისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.

 

და ბოლოს, ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომხმარებელმა კომპანიის შესახებ - "შირაქი სანდოა"!