ახალი ქართული პურის ბრენდი ,,მზეთამზე,,

2018.12.05 13:21:08
ახალი ქართული პურის ბრენდი ,,მზეთამზე,,

მზეთამზე“ ქართული პურის ბრენდია, რომელიც პროექტ „გემოვანის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„ლივინგსტონი“ კი, სააგენტოა, რომელმაც ბრენდის სტრატეგიასა და დიზაინზე იმუშავა – მისი პლატფორმა, ფილოსოფია, ლოგო და შეფუთვა შექმნა.მზეთამზეს“ ბრენდმა საზოგადოებას განსხვავებული, ორიგინალური იდეით  მიმართა.სტრატეგიულად და ვიზუალურად შეფუთულიყო ბრენდი, რომლის შექმნის ძირითად ამოცანას მხოლოდ ქართული ინგრედიენტებითა და ტრადიციული წარმოების მეთოდით დამზადებული სასარგებლო პურის ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს,. მზეთამზეს“ ბრენდის ფილოსოფია არის ის რომ, შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ხორბალი და ქართული პურის დამზადების ტრადიციები, რათა გააძლიეროს ეროვნული უნიკალურობის იდენტურობა და მოსახლეობას კიდევ ერთი მიზეზი მისცეს, რომ საკუთარი მემკვიდრეობით იამაყოს.