ქართველებმა შექმნეს საათი, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ზომავს

2018.10.17 15:26:59
ქართველებმა შექმნეს საათი, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ზომავს

ქართველმა სტარტაპერებმა შექმნეს პირველი ქართული წარმოების საათი Airadi, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ზომავს. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.

 

Airadi ჭკვიანი მაჯის საათია, რომელიც ჰაერის დაბინძურების, ტემპერატურისა და ტენიანობის შესახებ აძლევს მომხმარებელს ინფორმაციას.

 

პროექტზე მუშაობა სამი თვეა უკვე მიმდინარეობს, შექმნილია პროდუქტის პროტოტიპი და დიზაინი. სტარტაპმა ასევე ჩაატარა ბაზრის კვლევაც. სტარტაპში ამბობენ, რომ პროდუქტის დახვეწასა და სერიულ წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ.

 

Airadi Social Impact Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპია. მათ პრიზის სახით – 2000 ევრო გადაეცათ. ამ თანხას სტუდენტები პროტოტიპის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად გამოიყენებენ.