Baias's wine- ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

2017.04.03 15:04:30
Baias's wine- ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

"ბაიას ღვინო" შეიქმნა 2015 წელს, კომპანია წარმოადგენს საოჯახო ბიზნესს, რომელიც აგრძელებს ტრადიციულ საქმიანობას- მეღვინეობას.

 

აბულაძეების ოჯახი ფლობს საკუთარ ვენახს. ოჯახის თითოეული წევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, ჩართულია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების პროცესში. კომპანია აწარმოებს თეთრ, მშრალ ღვინოებს- "ცოლიკაური", "ციცქა-ცილიკაური", "ციცქა-ცილიკაური-კრახუნა".