ბაჩამი - ქართული ბრენდი ყველაზე პატარებისათვის

2017.03.31 14:50:57
ბაჩამი - ქართული ბრენდი ყველაზე პატარებისათვის

ახალი ქართული ბრენი ”ბაჩამი” ორი თვეა შეიქმნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდი მომხმარებელს ახალშობილებისთვისა და მცირეწლოვნებისთვის სხვადასხვა ნივთებსა და ტანისამოსს სთავაზობს. ბავშვის ბალიშები, კონვერტები, შესახვევი ბაფთები, ბოდეები, ჯიბეები, კაბები და კალათები - ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რასაც „ Baciami / ბაჩამი“ ამ ბრენდის ქვეშ იხილავთ. 

„ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც მშობლის, ასევე, პატარას განწყობას, ვინაიდან, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია გამოირჩევა ძალიან მხიარული და სასაცილო იდეებით“ -ამბობენ კომპანიაში. 🔹

ბრენდის მომსახურებაში გრავირებაც შედის, რისი მეშვეობითაც ნივთი ერთადერთი და უნიკალური ხდება. ეს ნიშვანვს, რომ ბრენდის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აქციოს ესა თუ ის ნივთი, იმ უნიკალურ და განსაკუთრებულ მოგონებად, რაც მუდამ დარჩება მის პატარას, როგორც საუკეთესო რამ მისი არსებობის პირველივე დღეებიდან! 🔹 ასე რომ აჩუქე Baciami / ბაჩამი გრავირებითა და ულამაზესი სასაჩუქრე შეფუთვით და გახდი მონაწილე იმ დიდი მხიარულებისა, რომელსაც ახალი სიცოცლე ჰქვია!