"ბოისა" ღვინის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

2018.03.01 12:42:53
"ბოისა" ღვინის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

იხილეთ ღვინის ისტორია:

 

საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მოღვაწობა გავაგრძელე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, რამაც საშუალება მომცა გამომენახა დრო ჩემი დიდი გატაცებისთის – მეღვინეობისთვის – რომელიც თანდათან მიყალიბდებოცა წლების განმავლობაში. მე ძალიან ამაყად და იღბლიანად ვთვლი თავს, რადგან გარშემორტყმული ვარ დიდებული ადამიანებითა და პროფესიონალებით, რომლებიც დაუღალავად მიზიარებენ საკუთარ რჩევებსა და სიბრძნეს, რადგან მეძლევა საშუალება ვემსახურო ღვინის დაყენების ძირძველ ქართულ, ტრადიციულ მეთოდს და თითოეულ ბოთლში ჩავაქსოვო ჩემი სული. სიამოვნებით გასახსენებელ წარსულში მეღვინეობით ჩემი გატაცება გადაიზარდა ღვინის ბრენდის წარმოებაში, რამაც საბოლოოდ საფუძველი დაუდო კიდევ უფრო დიდ … “ბოისას” ბრენდის ისტორია.

 

 

``ბოისას`` ბრენდის ღვინოების სამშობლო კახეთია, აღმოსავლეთ საქართველოს მეღვინეობით განთქმული რეგიონი. ღვინის დამზადებისას მკაცრად ვიცავთ ტრადიციულ მეთოდს და ვიყენებთ სხვადასხვა სახის ქვევრებს, ადგილობრივ, ტრადიციულ თიხის ჭურჭელს, რომელთა ასაკიც 100 წელს აღწევს. ჩვენი ვაზი იზრდება ბიოლოგიურად სუფთა მეთოდებით გაშენებულ ვენახში. ფერმენტაცია მიმდინარეობს ბუნებრივად, სახამებლის ან ენოლოგების მიერ გამოყენებული სხვა მასალების დამატების გარეშე.

 

ბოისა რქაწითელი 2015

ნარინჯისფერი (ქარვისფერი) მშრალი ღვინო. ხელით ნაკრეფი მტევნები, ბუნებრივი ფერმენტაცია, ხანგრძლივი მაცერაცია, 6-თვიანი დაძველება საუკუნოვან ქვევრებში. ღვინო არ იფილტრება, ამიტომ ბოთლში შესაძლოა შეგხვდეთ ღვინისთვის დამახასიათებელი ნალექი.

 

რქაწითელი ქართული ენდემური ჯიშია, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახეობის სტატუსსაც კი ატარებდა.

 

მოცულობა: 0.75 ლ

ალკოჰოლის დონე: 14.0% ABV

 

ბოისა რქაწითელი 2016

ნარინჯისფერი (ქარვისფერი) მშრალი ღვინო. ხელით ნაკრეფი მტევნები, ბუნებრივი ფერმენტაცია, ხანგრძლივი მაცერაცია, 6-თვიანი დაძველება საუკუნოვან ქვევრებში. ღვინო არ იფილტრება, ამიტომ ბოთლში შესაძლოა შეგხვდეთ ღვინისთვის დამახასიათებელი ნალექი.

 

რქაწითელი ქართული ენდემური ჯიშია, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახეობის სტატუსსაც კი ატარებდა.

 

მოცულობა: 0.75 ლ

ალკოჰოლის დონე: 12.0% ABV

 

ბოისა საფერავი 2016

წითელი ღვინო, რომელიც მზადდება ენდემური საფერავის ჯიშის ვაზისგან, რომელიც მიეკუთვნება იმ უიშვიათეს სახეობებს, რომლებიც პიგმენტს შეიცავენ არა მხოლოდ კანში, არამედ – რბილობშიც. შესაბამისად, საფერავის ღვინო უმალვე იღებს წითელ ფერს, მაშინ როდესაც სხვა წითელი ღვინოები შეფერილობას მხოლოდ მაცერაციის შემდეგ იღებენ.

 

ხელით ნაკრეფი მტევნები, ბუნებრივი ფერმენტაცია, მაცერაცია და 6-თვიანი დაძველება საუკუნოვან ქვევრებში.

 

ღვინო არ იფილტრება, ამიტომ ბოთლში შესაძლოა შეგხვდეთ ღვინისთვის დამახასიათებელი ნალექი.

 

მოცულობა: 0.75l

ალკოჰოლის დონე: 13.5% ABV

 

ღვინის ბრენდი

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი კლიმატი, ნიადაგი და ენდემური ვაზის სახეობები ერთობლიობაში ქმნიან იდეალურ პირობებს პრემიუმ ხარისხის ღვინის ბრენდის წარმოებისთვის. ქართული ღვინის ბრენდის წარმოების ტრადიცია სათავეებს იღებს მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან, რის შემდეგაც მან მოიპოვა არაერთი საერთაშორისო პრიზი და დაიმსახურა მსოფლიო აღიარება. 1990 წლამდე, აღნიშნული სპირტიანი სასმელი ცნობილი იყო როგორც ქართული კონიაკი, მაგრამ ახლა მათ დაუბრუნდა ქართული ბრენდის სტატუსი. ``ბოისას`` ღვინის ბრენდი დამზადებულია კლასიკური მეთოდით, თეთრი ღვინის დისტილატისგან, რომლიც, თავის მხრივ, დამზადებულია კახეთის რეგიონში, ალაზნის ველზე, მოყვანილი ვაზისგან, რაც ბრენდის სძენს განსაკუთრებულ არომატს.

 

ბოისას V.S.O.P. ღვინის ბრენდი

დამზადებულია ნარჩევი სპირტისსგან, მუხის ჭურჭელში მინიმუმ 7-წლიანი დაძველებით. აღნიშნულ ბრენდის ახასიათებს გამჭვირვალე, გახუნებული ოქროს ფერი, სასიამოვნო და რბილი შეგრძნება სასაზე და მუხის პიკანტური ტონებით გაჯერებული მდიდარი ბუკეტი.

 

მოცულობა: 0.7 ლ

ალკოჰოლის დონე: 40.0% ABV

 

 

ბოისას BOISA X. O. ღვინის ბრენდი

პრემიუმ ხარისხის ღვინის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს მუხის კასრებში მინიმუმ 14-წიანი დაყოვნების რჩეული სპირტების ნაზავს. აღნიშნული სპირტები მიღებულია ალაზნის ველის ვენახებიდან დამზადებული ღვინისგან, რომელიც ცნობილია გამორჩეული და სურნელოვანი ბრენდით. ეს მუქი ქარვისფერი, მოელვარე, სასმელი გამოირჩევა მდიდარი და კომპლექსური ბუკეტით, რომელშიც მუხის ტონებთან ერთად შეინიშნება ხილის ჩირის არომატიც და რომელიც მომხმარებელს რბილ და ხანგრძლივ გემოს ჰპირდება.

 

მოცულობა: 0.7 ლ

ალკოჰოლის დონე: 40.0% ABV

 

სპირტიანი სასმელები

ჭაჭა

 

ჭაჭა არის ღვინის ნარჩენი მასალისგან დამზადებული ბრენდის ქართული სახელწოდება.

ორნახადი, ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული, რქაწითელისა და საფერავის ჭაჭა.

 

მოცულობა: 0.50 l

ალკოჰოლის დონე: 47.0% ABV

 

https://boisa.ge