,,მე მქვია თავისუფლება'' - უმაღლესი ხარისხის ბრენდი CROSTY

2018.02.14 13:15:06
,,მე მქვია თავისუფლება'' - უმაღლესი ხარისხის ბრენდი CROSTY

ფეხსაცმლების ქართული ბრენდი CROSTY 2015 წელს შეიქმნა.

როგორც მისი შემქმნელები, ახალგაზრდა ძმები, გიორგი და შოთა მიქაიები აცხადებენ, ისინი შთაგონებულნი იყვნენ თავისუფლების იდეით. მათი მიზანი იყო, რომ შეექმნათ ბრენდი, რომლის მთავარი მამოძრავებელი მესიჯი თავისუფლება იქნებოდა. სწორედ ასეთია CROSTY-ის ისტორია, რომელიც მინიმალისტური და ამავდროულად იდეალური კედების შექმნას უზრუნველყოფს. CROSTY 2015 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ხოლო 2016 წლის ნოემბრიდან ოფიციალურად დაიწყო გაყიდვები.

 

ქართველი მომხმარებლისთვის ფასები 850-დან 950-ლარამდე მერყეობს. კედების დიზაინს თავად ბრენდის დამფუძნებლები ქმნიან, მასალა იტალიიდან ჩამოდის, ხოლო პროდუქცია ქუთაისში იკერება. CROSTY უკვე ექსპორტზეც გადის. იგი ისეთ მსოფლიო ბრენდებს უწევს პოპულარიზაციას, როგორიცაა GIVENCHY, BALENCIAGA და PRADA. ფეხსაცმლის ქართული ბრენდი უკვე 16 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მაგალითად, ამერიკაში, შვედეთში, ბელარუსში. ახალგაზრდა ძმებს დიდი მიზნები აქვთ და სამომავლოდ ტოკიოსა და ნიუ-იორკის პრესტიჟულ მაღაზიებში აპირებს შესვლას.