"ნინეა" ღამის თეთრეულის ახალი ქართული ბრენდი

2018.02.13 13:27:36
"ნინეა" ღამის თეთრეულის ახალი ქართული ბრენდი

ღამის თეთრეულის სტარტაპი „ნინეა“ სამმა მეგობარმა – ნელიკო თორდიამ, ანი იოსელიანმა და ნინო ლეჟავამ ერთი თვის წინ დაიწყო, ბაზარზე კი 10 დღის წინ გამოჩნდნენ და საკუთარი პროდუქციის – ღამის პერანგებისა და პიჟამოების რეალიზება დაიწყეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპს, ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ გაყიდვები აქვს, 10 დღე საკმარიის აღმოჩნდა მომხმარებელში მოთხოვნის გამოსაწვევად და დაინტერესების შესაბამისად, ბრენდის შემქმნელებს ახალი გეგმები გაუჩნდათ. 

ნელიკო თორდია- ბიზნესის მიმართულებით არ გვქონია გამოცდილება, მაგრამ სულ ვფიქრობდით, რომ პატარა წარმოება წამოგვეწყო და საბოლოოდ, ღამის სამოსზე შევჯერდით. მე და ანი ვმუშაობთ „ალდაგში“, კორპორატიულ განყოფილებაში, ხოლო ნინო „კომპი შოპის“ დირექტორის მოადგილეა. ჩვენი გამოცდილებით, ღამის თეთრეულის კუთხით დეფიციტია ქართულ ბაზარზე და თუ გვხვდება პროდუქცია, ძალიან ძვირ, არახელმისაწვდომ ფასად. ამიტომ, მოგვინდა, რომ ნატურალური ქსოვილების გამოყენებით, კარგი ხარისხის ხელმისაწვდომი პროდუქცია შეგვექმნა.