“Atelier 27” ახალი ქართული ბრენდი

2017.03.24 12:42:25
“Atelier 27” ახალი ქართული ბრენდი

რუბრიკა ახალი ქართული ბრენდის სტუმარია ,,Atelier 27" ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი ლაკერბაია.

 

                                                            

 

- თქვენ წელს ,,ქართული ბრენდის დღე" ზე გაიმარჯვეთ ნომინაციაში ,,ახალი ქართული ბრენდი" გვაინტერესებს რა სიახლეებია თქვენთან ,მოგვიყევით ამის შესახებ?

- ,,atelier 27" ახალ კოლექციას ქმნის, რომელიც ყველა ასაკზეა გათვლილი. კოლექციას ფერადი ჰქვია, ადრე ჩვენს მიერ შექმნილ სამოსში შავი დომინირებდა,რათქმაუნდა მივყვებით მოდის მსოფლიო ტენდენციებს.ახალ მოდელებს მხოლოდ კლასიკური ფეხსაცმელი მოუხდება.

–როგორ დაიწყეთ?

-ორი წლის წინ დავიწყეთ ეს ყველაფერი,მე და ანი ქათამაძემ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია,რომელიც თანამედროვე მოთხოვნებზე იქნებოდა აგებული,მოვიწვიეთ საკმაოდ გამოცდილი და აღიარებული დიზაინერი ხათუნა გეგიძე და შევქმენით ,,Atelier 27" ის პირველი ლუქები,წარმატება მალე მოვიდა. პირველი ჩვენება გვქონდა აჭარა Fashion Week- ზე , წარმოვადგინეთ შოუ რუმი,მერე თბილისის Fashion Week- ი იყო, შემდეგ მოსკოვი.  წელს როგორც ახალი ქართული ბრენდი ქართული ბრენდის დღეზეც აღმოვჩნდით.

–ვინ არიან თქვენი კლიენტები?

-გემოვნებიანი ქალბატონები თითქმის ყველა ასაკის,თუმცა თინეიჯერები მაინც ჭარბობენ.ძირითადად გამოსასვლელ ტანსაცმელზეა მოთხოვნა,ჩვენთან ყველანაირი გემოვნების ადამიანზეა მორგებული მოდელები,ფასებიც მისაღებია.

-რატომ ჰქვია  Atelier 27?

-ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს შევარჩიეთ ეს სახელი,ატელიერ ფრანგულად მოდის სახლს ნიშნავს 27 კი ჩვენი ადგილის ნომერია. ასე რომ ფალიაშვილის 27 ში ,,Atelier 27"-ია.