სასტუმრო აივანი- ძველი უბნის თეთრი მარგალიტი

2018.02.02 12:44:34
სასტუმრო აივანი- ძველი უბნის თეთრი მარგალიტი

-სასტუმრო აივანი გაზაფხულზე, აპრილში შეემატა ჩვენს ქალაქს და დაამშვენა თბილისის ძველი უბანი.

 

 ულამაზესი თეთრი აივნები საოცრად ერწყმის გარემოს.სასტუმროს შიდა ინტერიერი ევროპული ხარისხისაა და მომსახურებაც კეთილი და ღიმილიანია.

 

- უცხოელმა სტუმრებმა შეიყვარეს და გაითავისეს ძველი უბნის თეთრი მარგალიტი და თბილისური საუცხო ხედებით აღფრთოვანებულებმა საქებარი სიტყვებიც არ დაიშურეს.

 

- სასტუმრო აივანი ქართული ბრენდის დღე  2017 გამარჯვებულიც დამსახურებულად გახდა.

ნომინაცია წარმატებული ,,ახალი ქართული ბრენდის’’ ტიტული მიენიჭა და მიიღო შესაბამისი ჯილდო. ამავე წელს გახდა საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის ნომინანტი. ღონისძიების მიზანი საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ დიზაინერებისა და არქიტექტორების წახალისებაა, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარებაში.

 

-შენობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ის აგებულია 60-70 წლებში, ცნობილი არქიტექტორის ყავლაშვილის  ხელმძღვანელობით ძველი თბილისის რეკონსტრუქციის ფარგლებში. ადრე აქ პატარა ბარაკები იყო, ისტორიულად  კი  ,,თათრის მოედანს“ უწოდებდნენ. შენობის  აღდგენა რეკონსტრუქცია  2015  წელს  დაიწყო. უნდა აღინიშნოს მშენებლობის პერიოდში აღმოჩენილი  ისტორიული ექსპონანტები  თამარ მეფის დროინდელია  და სასტუმროს ფოიეშია განთავსებული   და  დაცული. 

 

ციცინო ფუტკარაძე, სასტუმროს მფლობელი - დიდი ხანი ვფიქრობდი ძველ უბანში ისტორიული შენობის აღდგენაზე და სასტუმროს გაკეთებაზე. არ იყო ადვილი ამ ნაბიჯის გადადგმა. სრულიად ამორტიზებულ შენობაში ძალიან რთული სამუშაო გვქონდა ჩასატარებელი.

 

- დავიწყეთ და არ  დავიხიეთ უკან. ეს გმირობის ტოლფასი იყო, მინდა განსაკუთრებით გამოვყო არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების, თავდაუზოგავი მუშაობა. მე თვითონ, როგორც რიგითი მუშა ვეხმარებო და ვღებულობდი  თითქმის ყველა დეტალის  შექმნაში  მონაწილეობას. შეუძლებელი შევძელით. სასტუმრომ  გახსნის დღიდანვე სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. სტუმრები  ძირითადად ევროპიდან და რუსეთიდან არიან, ვიზიტორების კმაყოფილება ჩვენთვის დიდი  სტიმულია, რასაც ადასტურებს მათი  არა ერთი დადებითი შეფასება ჩვენს ოფიციალურ საიტზე.

 

- აღსანიშნავია ის, რომ  ჩვენი კომპლექსის ნაწილია რესტორანი ,,ტერასა 21„ რომელიც  სამ ულამაზეს ტერასას აერთიანებს, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი  ძველი  თბილისის ხედები. რესტორანში უგემრიელესი ქართულ -  ევროპული კერძების ფართო არჩევანია.

 

თქვენი   ოჯახის   როლი   ამ საქმეში?

-რათქმაუნდა   ოჯახის   თანადგომის  გარეშე  ძალიან  გამიჭირდებოდა,   მე  მათ მხარდაჭერას   ყოველთვის   ყველაფერში   ვგრძნობ.   მყავს ქალ- ვაჟი და ორი შვილიშვილი. უმცროსი  ჩემი  მოსახელეა,  რაც  ძალიან  მაბედნიერებს.  ოჯახი არის ჩემი ყველაზი დიდი მხარდამჭერი.  როდესაც  ამ  სასტუმროს რეკონსტრუირება და მშენებლობა გადავწყვიტეთ, ჩემი 24 წლის ვაჟი ოთარ ფუტკარაძე გვერდიდან არ მომცილებია. ჩვენ თითქმის უშუალოდ  ვმონაწილეობდით  მშენებლობაში,   ხარაჩოებიდან  ხან სახურავის  გადახურვას ვკურირებდით და ხან სხვა სამშენებლო პროცესს. ჩემი ქალიშვილი, რომელსაც თავადაც პატარა შვილი ყავს,  სახლიდან მგულშემატკივრობდა. შინ დაღლილ  მისულს, მესაუბრებოდა, თბილი სიტყვებით მამხნევებდა და მორალურად მიდგებოდა მხარში.  ოჯახის მხარდაჭერა უდიდესი ძალაა. თუ ოჯახიდან არ მოდის გვერდში დგომა და თანაგრძნობა, ვერ იქნები წარმატებული.