Capo Shoes – კომფორტულ გადაადგილებაზე ორიენტირებული ბრენდი

2018.01.18 13:36:44
Capo Shoes – კომფორტულ გადაადგილებაზე ორიენტირებული ბრენდი

დაახლოებით, 2 თვის წინ, ტელეწამყვანმა – გვანცა დარასელიამ, დიმა კიტიასთან ერთად, ახალი ქართული ფეხსაცმლის ბრენდი –  Capo Shoes შექმნა. 

 

ერთ-ერთი მეგობრული საუბრისას, სპონტანურად შექმნილი სტარტაპი ყველაზე დიდ ყურადღებას მომხმარებლის კომფორტულ გადაადგილებას უთმობს და ბევრს მუშაობს ფეხსაცმლის კალაპოტის შექმნაზე. საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელი ფალიაშვილის 47-ში, ბრენდის შოურუმშია ხელმისაწვდომი, მისი შემქმნელები ხაზს უსვამენ ექსკლუზიური მოდელების შეკვეთის შესაძლებლობასაც.

 

"სრულიად შემთხვევით, ჩემს მეგობარ, დიმა კიტიასთან საუბრისას, აღმოჩნდა, რომ ის ძალიან გათვითცნობიერებულია ფეხსაცმლის შემქნის საკითხში, რადგან მუშაობდა ამ მიმართულებით რუსეთში. გაგვიჩნდა დიდი სურვილი, დაგვეწყო ეს საქმიანობა საქართველოში. დაგვეკავებინა ის ნიშა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში შექმნილ ხარისხიან ფეხსაცმელს. ეს ინიციატივა მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით, ინდივიდუალური შეკვეთების შესაძლებლობის გაჩენის კუთხითაა საინტერესო. მეც მქონია ასეთი გამოცდილება, რომ მინდა კონკრეტული ფეხსაცმელი და ვერ ვშოულობ. ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზე არ მოიპოვება. მეორე, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიღაცას უნდა მარტო მას ეცვას განსაკუთრებული და ექსკლუზიური ფეხსაცმელი. დავთანხმდი მეგობრის შემოთავაზებას და ერთად წამოვიწყეთ ეს საქმე. ძალიან მცირე დროში და დაუგეგმავად."-გვანცა დარასელია.