ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა ბაიები- წარმატებული ახალი ქართული ბრენდი

2017.12.22 13:36:50
ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა ბაიები- წარმატებული ახალი ქართული ბრენდი

ქართული ბრენდების პოზიციონირება რამდენიმე თვიანი კვლევების შედეგად ირკვევა. 

 

20 დეკემბერს, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ში, რიგით მე–15  ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების  ცერემონიალზე „ქართული ბრენდის დღე 2017“,  კლინიკა „ბაიებს“  მიენიჭა „ახალი წარმატებული ქართული ბრენდის“ ნომინაცია. ვულოცავთ მათ  ამ დიდ გამარჯვებას

 

მეან-გინეკოლოგის, მედიცინის დოქტორის, ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა- „ბაიებს“ 3 წელი უსრულდება. კლინიკამ მოკლე დროში მოახერხა მრავალ მშობიერე ქალში ნდობისა და რეპუტაციის მოპოვება, რომელიც აუცილებელი ფორმულაა წარმატებისთვის.

ბაიებში უკვე დაიბადა 3 ათასამდე ახალი სიცოცხლე, ახალი სიძლიერე, მომავლის იმედი, ბაია! 

კლინიკა “ბაიები” მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაა უახლესი სამედიცინო ტექნიკით, სადაც წარმოდგენილია სამეანო–გინეკოლოგიური, ქირურგიული , ლაბორატორიული და ამბულატორიული განყოფილებები. სამედიცინო კლინიკა “ბაიები” დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური მედპერსონალით.

"ბაიები" მომხმარებელს სთავაზობს პაციენტებზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებს, მყუდრო და კომფორტულ პალატებს (ინტერნეტით და ტელეფონით), ასევე ლუქსის ტიპის ოთახებს.

კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის და ასევე, კერძო დაზღვევის პროგრამები.

კლინიკა "ბაიები" მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილას კრწანისში, რაც კიდევ უფრო მიმზიდველია პაციენტებისთვის! კლინიკის ხელმძღვანელის ნია ონიაშვილის დიდი სურვილია, სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტებს , აამაღლოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში.