ქართული ბრენდი Bros Eyewear საათების წარმოებას იწყებს

2017.10.30 13:06:24
ქართული ბრენდი Bros Eyewear საათების წარმოებას იწყებს

ქართული ბრენდი Bros Eyewear-ი სათვალეების შემდეგ საათების წარმოებას იწყებს.

 

სათვალეების ბრენდი Bros Eyewear-სი დაფუძნებიდან ორი წლის შემდგომ, 2018 წლის დეკემბერში საწარმოს გახსნის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი გამთენაძე აცხადებს, კომპანიაში გაყიდვებმა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით იმატა. ეს კი ბიზნესის სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია.

 

Bros Eyewear-ის დამფუძნებელი ჩვენთან ბიზნესის განვითარების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მეტი პროფესიონალი კადრის არსებობაა საჭირო.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მცირე ზომის სახელოსნო გვქონდა. ეს საკმარისი არ იყო და წარმადობის გაზრდისთვის საწარმოს შექმნა იყო საჭირო. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით, რომ 2018 წლის დეკემბერში დაბა ჟინვალში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ (100 კვ.მ) საწარმოს შევქმნით, სადაც სამ ადამიანს დავასაქმებთ.

 

ასევე სიახლეა ისიც, რომ თუმანიანის ქუჩაზე მაღაზია გვაქვს, ეს ტერიტორია წარსულში ჩვენი სახელოსნო-შოურუმი იყო, თუმცა შემდგომ კონცეფცია სრულიად შევუცვალეთ და ამჟამად მხოლოდ მაღაზიის ფუნქციას ითავსებს. სამომავლოდ სხვადასხვა აქსესუარის დამზადებას ვგეგმავთ და მათ შორის, იქნება ხის საათები“, - განაცხადა გამთენაძემ.

 width=500

 

ირაკლი გამთენაძე ჩვენთან ბიზნესის განვითარების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  Bros Eyewear-ის გაყიდვებმა შარშანდელთან შედარებით იმატა. დამფუძნებლის თქმით, ეს პროდუქციის სწრაფმა რეალიზებამ გამოიწვია, რამაც ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი.