„ატარე შენი სიტყვა“ „ქისით“

2017.10.11 13:43:10
„ატარე შენი სიტყვა“ „ქისით“

„ატარე შენი სიტყვა“ „ქისით“ – 22 წლის სტუდენტის ველიურის ხელნაკეთი ჩანთები.

 

ნივთების პერსონალიზება – საყვარელი ციტატებისა თუ გამოსახულებების სხვადასხვა აქსესუარზე დატანა და საკუთარი თავისა და იდენტობის ამგვარად გამოხატვა ტრენდად იქცა ჩვენს საზოგადოებაში და შესაბამისად, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სტარტაპერებიც ამ მიმართულებით ავითარებენ საკუთარ მცირე ბიზნესებს. თუმცა კი ამ მომსახურების მიზანს სხვადასხვანაირ ფორმულირებას აძლევენ.

 

კატო რამიშვილი, ბიზნეს ადმინისტრირების 22 წლის სტუდენტი, ერთ-ერთი ასეთი სტარტაპის -„ქისა“ – ავტორია და მომხმარებლებს ველიურისა და ტყავისგან დამზადებულ ჩანთებს სთავაზობს. გარდა ინდივიდუალურად შეკვეთილი წარწერებისა, თავად პროდუქციის შემქმნელები, ძველი ქართული ანდაზებით აფორმებენ ჩანთებს, რაც თავის მხრივ, ქართული ტრადიციების გაცოცხლებისა და ენის პოპულარიზაციისკენაა მიმართული. „დღეს, როდესაც განსაკუთრებით ძნელია რაიმე ახლით გაკვირვება, ყველაფერი მივიწყებულის გაცოცხლება აქტუალურია, რაც პირველ რიგში, ტრადიციულ ქართულს ეხება“.