LUXURY ANIMALS- ქართული ბრენდი სპეციალურად ძღლებისთვის

2017.10.09 13:10:02
LUXURY ANIMALS- ქართული ბრენდი სპეციალურად ძღლებისთვის

უკვე სამი წელიწადია, ქართულ ბაზარზე ცხოველების ტანსაცმლისა და აქსესუარის ბრენდი LUXURY ANIMALS მომხმარებელს ექსკლუზიური დიზაინის პროდუქციას სთავაზობს. 

დღეს კომპანიის დამფუძნებელი ალინა გაბდულინა უკვე გაზრდილ მოთხოვნასა და ახალ გეგმებზე საუბრობს.

 

ძაღლებისთვის სხვადასხვა ზომის საწოლები, ტანსაცმელები და აქსესუარები ალინას დიზაინით იქმნება. ყველა საქმეს, რაც LUXURY ANIMALS-ს ეხება, კომპანიის დამფუძნებელი თავად ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ასეთი ჩართულობა წარმატების მისაღწევად აუცილებელია, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე.

 

ძაღლებისათვის ახალი ბრენდის შექმნა ცხოველების სიყვარულმა გადააწყვეტინა. მაშინ როცა ალინამ თავისი საყვარელი საქმიანობა ბიზნესგეგმად აქცია, ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის კომპანია არ იყო.