მალე! ქართულ ბაზარზე ჩაის ახალი ბრენდი "საქართველოს თაიგული" გამოვა

2017.09.28 13:43:28
მალე! ქართულ ბაზარზე  ჩაის ახალი ბრენდი "საქართველოს თაიგული" გამოვა

მალე! ქართულ ბაზარზე  ჩაის ახალი ბრენდი "საქართველოს თაიგული" გამოვა.

 

2018 წლიდან დახლებზე ერთჯერადი და დასაყენებული შავი ჩაი "საქართველოს თაიგული" გამოვა. ჩაი თანამედროვე ნეილონის შეფუთვაში იქნება განთავსებული. 

 

კომპანიის ხელმძღვანელი ილია ბასილაშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად ადგილზე დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს. 

 

ქარხანას წელიწადში 50 ტონა მაღალი ხარისხის ჩაის გადამუშავება შეუძლია. საწარმოს 16 მუდმივი თანამშრომელი ეყოლება, სეზონზე კი კომპანია 100-ზე მეტ ჩაის მკრეფავს დაასაქმებს.