ქართულ ბაზარზე ახალი საბავშვო ბრენდი „ნიკოლი” გამოჩნდა

2017.09.25 13:37:57
ქართულ ბაზარზე ახალი საბავშვო ბრენდი „ნიკოლი” გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ახალი საბავშვო ბრენდი „ნიკოლი” გამოჩნდა.

 

ქართველ მომხმარებლებში არსებობს სტერეოტიპი, რომელიც წინადადებით – ,,აქ შეკერილია და არ ივარგებს” გამოიხატება, სხვადასხვა ახალი ქართული ბრენდი კი აქტიურადცდილობს ამ შეხედულებასთან ბრძოლას. მაგალითად, საბავშვო ტანსაცმლის ახალი მწარმოებელი „ნიკოლი”, რომლის პროდუქტი მთლიანად მზადდება საქართველოში და აქვს პრეტენზია, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ უცხოურ ბრენდებს. „ნიკოლში” იქმნება 2 დან 10 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი ყველა ტიპის ტანისამოსი. კომპანიის შექმნა მანანა ბალიაშვილის სამკერვალო სფეროში არსებული 22 წლიანი გამოცდილებისა და მისი ოჯახის ძალისხმევის შედეგია. კომპანიის ნაწარმის გაყიდვა მაისიდან დაიწყო და საზაფხულო და საშემოდგომო კოლექციების შექმნაც მოესწრო. ხოლო, ახლახან, 2017 წლის სექტემბერში, გაიხსნა ამ ბრენდის „კუნძული” „გლდანი მოლში”.

 

"იდეა – შეგვექმნა ქართული საბავშვო ტანსაცმელის ბრენდი გაჩნდა ოჯახში, ვინაიდან გაგვაჩნდა ბიზნესის განსავითარებლად საჭირო მოტივაცია და აუცილებელი ადამიანური კაპიტალი. ჩემი სამკერვალო ბიზნესში მუშაობის 22 წლიანი და ასევე ოჯახის წევრების მიერ გაყიდვების მიმართულებით დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება, იდეის განხორცილების წინაპირობა გახდა. დამეთანხმებით, რომ ქართველი მომხმარებელი არ არის განებივრებული ადგილობრივი  წარმოების ბავშვის ტანისამოსით, ვფიქრობთ, დროა ქართულმა პროდუქტმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზე და ქონდეს პრეტენზია, კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ბრენდებს. შესაბამისად, დავიწყეთ საზოგადოების მოთხოვნას, გემოვნებას და  შესაძლებლობებს მორგებული ხარისხიანი და მოდური ტანისამოსის წარმოება"-„ნიკოლის” წარმოების მენეჯერი და შემქმნელი, მანანა ბალიაშვილი.