S რუმი თქვენი წარმატების საწინდარია- სალი სურგულაძის ახალი კომპანია

2017.09.15 12:24:41
S რუმი თქვენი წარმატების საწინდარია- სალი სურგულაძის ახალი კომპანია

ჩვენი რუბრიკის სტუმარია კომპანია  "S რუმის" დამფუძნებელი სალი სურგულაძე

 

–თქვენი კომპანია მოკლე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა და მომხმარებლის გულიც მოიგო,როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?                           

 

-ზოგადად იდეა გამიჩნდა  იქიდან, რომ ონლაინ მაღაზიები სუსტად მუშაობდნენ,სიმბოლური ფასდაკლებები ჰქონდათ , ხშირ  შემთხვევაში მომხმარებელი რჩება მოტყუებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მაღალი ხარისხის სერვისის  შეთავაზება.

–რამდენი კომპანიაა გაერთიანებული S  რუმში და რა კრიტერიუმებით ხდება მათი შერჩევა?

–ას  კომპანიას ვაერთიანებთ, რათქმაუნდა, ხარისხი   გადამწყვეტია. ძირითადად ბრენდირებული  და აღიარებული კომპანიები. თუმცა, ახალბედებსაც ვაწევრიანებთ, თუ ხარისხი გვაკმაყოფილებს.

–რა სიახლეეები გაქვთ?

–სიახლეებს ვგეგმავთ ,რათქმაუნდა ,სასტუმროების შემთხვევაში  ხშირად გვაქვს აქციები,მაგრამ როცა აქციები არ გვაქვს,  ჩვენ  გვექნება  ორიგინალური საჩუქრები.

–მაინც რა საჩუქრებია?

–ბენზინის ტალონები

–რომელ ბენზინის გასამართ სადგურთან აპირებთ თანამშრომლობას?

–გალფი იქნება ერთ –ერთი,დანარჩენი ვნახოთ.

–როგორც ვიცი, იგეგმება  ვიდეო ჩართვები, რა არის ამ პროექტის მიზანი? 

 –გვინდა, ჩვენი პარტნიორი   კომპანიები წარმოვაჩინოთ, გავხადოთ უფრო თვალსაჩინო და პოპულარული.

–აღიარებულია  S რუმის მიერ ეს საპატიო ფრაზა როდის ენიჭება კომპანიებს?

–არც ისე იოლი იქნება ამ ტიტულის მიღება,ეს აუცილებლად მისი უტყუარი აღიარების დასტური იქნება. ჩვენ უკვე მივანიჭეთ რამდენიმე კომპანიას. მათთვის დიდი სტიმულია.

–რა გეგმები გაქვთ?

–ვაპირებთ ქართველი დიზაინრების,როგორც ცნობილი, ასევე  ახალბედების ნამუშევრების გაყიდვას,ასევე ჩვენი ეგიდით მოეწყობა მათი ჩვენებები.

–კიდევ რომელ ახალ მიმართულებას დაამატებთ?

–საბავშვო ბრენდების შემოყვანას ვგეგმავ,როგორც ქართულის, ასევე უცხოურის.

–რას დაამატებდით?

–ქველმოქმედებაზე მინდა ორი სიტყვით გითხრათ, S რუმი სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილი კომპანია,ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ საქველმოქმედო აქტივობებს,გვინდა, რამდენიმე ოჯახზე ავიღოთ მეურვეობა,  ვისაც დახმარებას გავუწევთ.   ეს ,ალბათ, ოქტომბრის თვეში დაიგეგმება.