მურია - ძაღლების ტანსაცმლის პირველი ქართული ბრენდი

2017.08.14 20:47:44
მურია - ძაღლების ტანსაცმლის პირველი ქართული ბრენდი

უკვე რამოდენიმე თვეა ბაზარზე ძაღლების ტანსაცმლის პირველი ქართული ბრენდი “მურია” გამოჩნდა. 

 

კომპანია ოთხმა მეგობარმა დააფუძნა, მათგან 3 მსახიობია, ერთი კი რეჟისორი. მიშა ჩარკვიანი “საქმის კურსთან” საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში მოთხოვნა ძაღლის სამოსზე მაღალია, თუმცა აქამდე მომხმარებლებს მათი საზღვარგარეთიდან იმპორტი უწევდათ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. შემოდგომიდან კომპანია ძაღლის სახლების წარმოებასაც გეგმავს, ამჟამად კი მურიას პროდუქციის შეძენა ინტერნეტითაა შესაძლებელი. 

 

“ძაღლის სამოსის შეკერვას სპეციფიური მასალა სჭირდება. ხშირად ქართული ძაღლები უფრო მსუქნები არიან, ვიდრე ეს სტანდარტია, ამიტომ კლიენტს ყოველთვის ვთხოვთ მისი შინაური ცხოველის ზომებს. 

 

მურიას პროდუქცია ხელნაკეთია, სამომავლოდ რამდენიმე მკერავის დამატებასაც ვგეგმავთ. 

 

ბიზნესის დაწყებისას მთავარია საკუთარი იდეა მოგწონდეს და მას გულშემატკივრობდე”, - ამბობს ბექა ცარკვიანი და დასძენს რომ კომპანიისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ქართული პროდუქციისადმი დაბალი ინტერესია. 

 

“ნდობა ხშირ შემთხვევაში სამართლიანადაა დაკარგული ქართული პროდუქციის მიმართ, თუმცა ქართული ხარისხი მაღლა იწევს და მომხმარებლის ნდობაც ბრუნდება”, - ამბობს ბექა ჩარკვიანი.