პირველი ქართული ხელით დამზადებული ხილის ნაყინი

2017.07.29 14:24:19
პირველი ქართული ხელით დამზადებული ხილის ნაყინი

ახალი ქართული ხილის ნაყინი მიტანის სერვისით.

 

ბაზარზე პირველი ქართული ხელით დამზადებული ხილის ნაყინი "ცუმბო პოპსი" გამოჩნდა. ახალი ბრენდი ბაზარზე სულ 2 თვის წინ შემოვიდა. 

 

"საქმის კურსთან" საუბრისას სტარტაპის ხელმძღვანელი მარი ჭუმბურიძე ამბობს, რომ ნაყინი უშაქროა და ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს, შესაბამისად, ის დიაბეტით დაავადებულებისთვის, ასევე ვეგანებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხოა. 

 

"პოპსებისთვის" ხილს სრატატპის ხელმძღვანელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს. გაყინული ხილის ნაყინს კი "ცუმბო პოპსი" სპეციალურად დაქირავებულ ფართში აწარმოებს. 

 

ნაყინი ხილის სეზონურობიდან გამომდინარე მზადდება, ამჟამად კომპანია მომხმარებელს თუთის, მარწყვის, მოცხარის, ალუბლის, ატმისა და ჟოლოს პოპსებს სთავაზობს. მიმდინარე სეზონზევე იგეგმება საზამთროსა და ნესვის ნაყინის შეთავაზებაც. 

 

მარი ჭუმბურიძეს სურს, რომ ნაყინი ზამთარშიც სეზონური ხილით აწარმოოს და ბაზარს კივისა და ფორთოხლის პოპსები შესთავაზოს. 

 

იმის გამო, რომ კომპანიას მაღაზია და სანაყინე არ აქვს, მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს. მისი დაგემოვნება ფლეა მარკეტზეც არის შესაძლებელი, რომელიც შაბათობით დედაენის ბაღში იმართება.