მალე ბაზარს ახალი ქართული ენერგეტიკული სასმელი "ბუღა"დაიბყრობს

2017.07.21 12:46:41
მალე ბაზარს ახალი ქართული ენერგეტიკული სასმელი "ბუღა"დაიბყრობს

ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ენერგეტიკული სასმელი "ბუღა" გამოჩნდება.

 

ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ბაზარზე აგვისტოდან გამოვა. 

 

"ბუღა" საშუალო სეგმენტზე გათვლილი ენერგეტიკული სასმელი იქნება, რომელიც იწარმოება გერმანული ფირმა Krones-ის ალუმინის ჩამომსხმელი ხაზის მეშვეობით და მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. 

 

"ენერგეტიკული სასმელის "ბუღას" მთავარი უპირატესობაა, რომ ეს არის ქართული პროდუქტი, წარმოებული საქართველოში რეგიონში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ქარხანაში და წარმოების პროცესში დაცულია უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი",- აცხადებენ კომპანიაში.