ახალი ბრენდი „ფრუტატა" ქართულ ბაზარზე

2017.03.05 17:37:58
ახალი ბრენდი „ფრუტატა" ქართულ ბაზარზე

წვენების მწარმობელმა კომპანია "კამპა" -მ ბაზარზე ახალი ბრენდი „ფრუტატა" გამოიტანა.

ეს არის უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ინდუსტრიული სტანდარტის პროდუქტი. ამ ეტაპზე 4 სახეობის ვაშლის, ატმის, ფორთოხლისა და ალუბლის წვენი გამოდის. პროდუქცია ტეტრაპარკებში ლიტრიანი მოცულუბით იყიდება, სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და 200 მილიგრამიანი შეფუთვის გამოტანა იგეგმება.ასევე განიხილება ბრენდის ქვეშ სხვადასხვა პროდუქტის მათ შორის, ხილფაფების წარმოება.