საქართველოში შეკერილი სამოსი იტალიაში გაიყიდება

2017.03.01 13:45:00

იტალიურ ბაზარზე გასასვლელად საკუთარ კოლექციას ახალგაზრდა დიზაინერი, მარიამ გვასალია ამზადებს. გვასალიას ”გაზაფული-ზაფხული 2017” წლის კოლექცია ქართულ ფაბრიკა – „ჯეო-ემ-ტექსში“ იკერება.

არსებული ინფორმაციით, ქართული საფეიქრო ნაწარმი ვენეციაში, მაღაზია ”ალდუკადაოსტაში” გაიყიდება. მარიამ გვასალიას ნამუშევრებით უცხოეთიდან მოწვეული ჟურნალისტები და მყიდველები, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ თბილისის მოდის კვირეულზე დაინტერესდნენ. როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ქართული საფეიქრო ნაწარმით მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენელების დაინტერესება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიაში „ჯეო-ემ-ტექსში“ გამართული ჩვენების შედეგად მოხდა.