კომპანია ბალავარი მსოფლიოს უმსხვილეს ღვინის გამოფენა ProwineChine2019-ზე წარდგა

2019.11.29 14:48:38
  კომპანია ბალავარი მსოფლიოს უმსხვილეს ღვინის გამოფენა ProwineChine2019-ზე წარდგა

კომპანია „ბალავარი" ღვინის მასშტაბურ გამოფენა Prowine2019-ზე წარდგა.

 

 

 

 

 ბალავარის" მიერ,ქართული ღვინის სტენდზე წარმოდგენილმა კლასიკურმა და ქვევრის ღვინოებმა ექსპორტიორების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

ღვინის ინდუსტრიისათვის უმნიშვნელოვანესი გამოფენა, 12-14 ნოემბერს,  უმსხვილეს საგამოფენო პავილიონში Shanghai New International Expo Center-ში ჩატარდა.მსოფლიოს მრავალი წერტილში წარმოებული,სხვადასხვა სახეობის ღვინის,დაგემოვნება სტუმრებსა და ექსპორტიორებს ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ.

 

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება".-აცხადებენ კომპანია ბალავარის წარმომადგენლები.

 ProwineChine2019-ზე დასასწრებად ექსპორტიორები, ღვინის ექსპერტები და მწარმოებლები, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, ყოველწლიურად იკრიბებიან.გამოფენის მიზანია ღვინის კომპანიების პოპულარიზაცია და მათი ბიზნესის ხელშეწყობა, საინტერესო ბიზნეს შეთავაზებებისა და საექსპორტო ბაზრის გაფართოვების მეშვეობით.

 

 

ღვინის  კომპანია ბალავარმა" ფართომასშტაბიანი წარმოება 2016 წელს დაიწყო.გამორჩეული ადგილწარმოშობის მქონე ღვინოების, ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჩამოსხმა კომპანია ბალავარის" მთავარი სავიზიტო ბარათია.

 

ჩვენი მიზანია ძველი ქართული და იშვიათი ყურძნის ჯიშების გაშენება და პოპულარიზაცია.მარნის ძირითადი სიმდიდრე არის 200 წლის ჰერეთიდან გამოტანილი ცნობილი გვარის ოსტატების ისტორიული ქვევრები. 2015 წელს დავიწყეთ ისეთი ჯიშების გაშენება, როგორებიცაა: ხიხვი, ქისი და მწვანე. ამ ვენახების მოსავალი დაყენდება ძველი ქართული მეთოდით. ეს ღვინო დარწმუნებულები ვართ მოხიბლავს როგორც ქართველ ასევე უცხოელ მომხმარებელს."-აცხადებენ კომპანიაში.

 

 

 კომპანია ბალავარის" ღვინის მარანი შირაქის ველზე მდებარეობს.ეს რაიონი გამორჩეულია მრავალფეროვანი კლიმატური ზონებით, სადაც შეიძლება განსხვავებული ტიპის და ხასიათის ღვინის წარმოება,ხოლო, ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის დაყენების დიდი კულტურა არსებობს.