ლეგენდარულმა მომღერალმა იგი პოპმა საკუთარი ყავა გამოუშვა

2019.06.20 14:14:16
ლეგენდარულმა მომღერალმა იგი პოპმა საკუთარი ყავა გამოუშვა

ლეგენდარულმა მომღერალმა იგი პოპმა საკუთარი ყავა გამოუშვა. კომპანია Stumptown-თან თანამშრომლობით შექმნილი ყავის ბრენდის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

 

ყავის სახელწოდებაა — Indonesia Bies Penantan. ის ინდონეზიის პროვინცია აჩეხშია მოყვანილი, კუნძულ სუმატრაზე. აღწერილობის მიხედვით, ყავას აქვს ფინიკის და მუსკატის თხილის ნოტები და შოკოლადის გემო.

 

შეფუთვის დიზაინზე თავად იგი პოპმა იზრუნა. ის შავ-თეთრ ფერებშია გაფორმებული, მინიმალისტური ვიზუალით და მომღერლის პატარა ფოტოთი და ხელმოწერით.

 

ყავის შეძენა მხოლოდ Stumptown-ის ინტენეტ-მაღაზიაში არის შესაძლებელი ან ცალკეულ ყავახანებში. მისი ფასი 340 გრამიან შეფუთვაზე 19 დოლარია. შემოსავლებიდან მიღებული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება.

 

 

წყარო: bpn