"ძველი ისტორიის ანარეკლი"- კომპანია Wollemia Group-ის დაარსების ისტორია

2019.03.25 15:34:30
"ძველი ისტორიის ანარეკლი"- კომპანია  Wollemia Group-ის დაარსების ისტორია

brandnews-ი დაინტერესდა ერთ-ერთი ახალი კომპანია- Wollemia Group-ით, რომელიც აწარმოებს ორიგინალურ, სამოტივაციო, სასაჩუქრე და საოფისე პროდუქტს. კომპანიის დაფუძნების იდეა და განხორციელება დაკავშირებულია ვატო ქაჯაიასა და გიორგი ანდღულაძის სახელთან.

 

პროდუქციის გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ ისინი  გამოირჩევიან თავისი ორიგინალურობით და იმ ისტორიით, რაც საფუძვლად დაედო კომპანიის სახელწოდებას. რა თქმა უნდა, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის დამფუძნებლებს და უშუალოდ მათგან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.

 

თავდაპირველად აუცილებელია განვმარტოთ, რას ნიშნავს კომპანიის სახელწოდება ვოლემია?-  ეს არის მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე, რომელის ისტორია 200 მილიონ წელს ითვლის.  თავდაპირველად მცენარე 1994 წელს აღმოაჩინეს ავსტრალიაში და სახელმწიფოს ოფიციალურად ქონდა გააიდუმლოებული მის შესახებ, რადგან დაეცვა მცენარე უკანონო ხის მჭრელთაგან. მოკლედ, ეს უიშვიათესი მცენარე, საკმაოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ გახდა ფართო მასებისთვის ცნობილი და დღეს უკვე ყველას შეუძლია მისი სილამაზით ტკბობა. 

 

კომპანიის სახელწოდება სათავეს ამ ისტორიისგან იღებს. მცენარე ვოლემია  გახდა სიმბოლო იმისა, რასაც კომპანია ქმნის.  პირველ რიგში, დამფუძნებლები ამ სახელწოდებით ცდილობენ მესიჯი გაუგზავნონ ადამიანებს და მოუწოდონ გარემოს გაფრთხილებისა და ბუნების დაცვისკენ, რომელიც თითოეულს დაბადებიდან დაეკისრა.

 

"ჩვენ ვაწარმოებთ ისეთი სახის პროდუქციას, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული მომხმარებელზე. წარმოებულ პროდუქტზე ისახება ყველა ის ისტორიული და კულტურული ფაქტები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ კომპანიას ამ მცენარის სახელი უნდა ეტარებინა, ამ დროს განსაზღვრული გვქონდა ისიც, რომ მის მსგავსად, უნდა შეგვექმნა კომპანიისთვის ისეთი მყარი ისტორია, რომელიც მომხმარებლისთვის უნიკალური, სასარგებლო და დასამახსოვრებელი  იქნებოდა."

 

 

 

   

სანამ თავად პროდუქტის აღწერაზე გადავიდოდეთ, საინტერესოა რა მიზანი  ამოძრავებდათ კომპანიის შემქმნელებს, როდესაც მისი ჩამოყალიბების და ბაზარზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.  

 

"ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია შევქმნანთ ისეთი ინოვაციური და ორიგინალური პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი როლის მატარებელი იქნება.

 

ბევრი ვიფიქრეთ თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, რაც საზოგადოებას შეახსენებდა ისტორიის მნიშვნელოვანი როლისა და ენის სიდიადის შესახებ. ვეცადეთ წინ წამოგვეწია მსოფლიოს  წამყვანი ფილოსოფოსების, მწერლებისა და მოღვაწეების მიერ დანატოვარი გამონათქვამები, რომლებიც  ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს თითოეულ პიროვნებაზე. 

 

სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად შევქმენით პროდუქტი- „სიბრძნის სტენდი’’, რომელიც სთავაზობს ,როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებელს ახალ ორიგინალურ ნაწარმს. გვინდა თითოეულ მომხმარებელს გავულამაზოთ ერთფეროვანი დღეები და მივცეთ მათ ყოველდღიური სტიმული, შემართება და მოტივაცია,რომ გავუადვილოთ მათ თავიანთი მიზნებისათვის ბრძოლა. "

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტის დამზადება ხორციელდება საქართველოში, ქვის საწარმოში, სადაც არის ბუნებრივი ქვის მრავალი ეგზოტიკური სახეობა : ქართული კურსების გრანიტი, დიაბაზი, ბაზალტი, ბერძნული მარმარილო,მწვანე ლაბრადორიტი, ლურჯ-ფოთლა, ლაბრადორიტი და ა.შ. 

 

გარდა "სიბრძნის სტენდისა"  Wollemia Group-ს აქვს "ხელოვნების სტენდი" და  პრიზები სხვადასხვა ნომინაციებისათვის. მათი დიზაინერები ყოველდღიურად ახალ ასორტიმენტს სთავაზობენ მომხმარებელს. 

  

 

 

 

Wollemia Group- ის სამომავლო გეგმები მრავალფეროვანია. ჯერჯერობით კომპანია ჩამოყალიბების ეტაპზეა, თუმცა მათი სამომავლო მიზნები საკმაოდ ფართომასშტაბიანია. ისინი გეგმავენ, რაც შეიძლება მეტი ასორტიმენტის შექმნას  და პროდუქტის რეალიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

 

"ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და გრძელვადიანი გეგმაა გავაცნოთ პროდუქტი მსოფლიო ბიზნეს სფეროს და დავაინტერესოთ ფართო მასები. კომპანიას ძალიან საპასუხისმგებლო მისია აკისრია, რასაც ქვია ხარისხიანი ქართული პროდუქტის წარმოება, რომელიც გაჯერებულია კულტურული, ისტორიული და ტრადიციული მონაპოვარით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიახლე და ორიგინალურობა შევმატოთ ბაზარს."

 

 

 

 

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი