თბილისი Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

2019.02.15 14:13:34
თბილისი Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონის კვალდაკვალ საქართველო ყოველწლიურად Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს.

ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind-ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და Startup Grind-ის წარმომადგენელმა საქართველოში კოლინ დონაჰუმ Google-ის კამპუსში, სილიკონ ველიზე მოაწერეს.

Startup Grind-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მილიონ ენტრეპრენერს აერთიანებს. Startup Grind Tbilisi-ის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში 1,000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. ღონისძიების ძირითადი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.