შუშის გეომეტრიული ქოთნები _ წარმატებული სტუდენტური ბიზნესი

2017.02.20 13:54:10
შუშის გეომეტრიული ქოთნები _  წარმატებული სტუდენტური  ბიზნესი

ორიგინალური. კრეატიული და შემოქმედებითი - ქართულ ბაზარზე შუშის ქოთნები გამოჩნდა. შუშის ტერარიუმების შექმნის იდეა ორ ახალგაზრდას - თეო თოიძესა და მარიამ ჩალიგავას ეკუთვნის.

მათ „ კანტის “ შექმნის იდეა ოთახის რემონტის დროს გაუჩნდათ , მას შემდეგ რაც მცენარეებისთვის შესაფერისი ქოთნის შერჩევამ უშედეგოდ ჩაიარა თეომ და მარიამმა გადაწყვიტეს თავიანთი გემოვნებით შეექმნათ ქოთნები მეგობრებმა კომპანია 2016 წლის დეკემბერში დაარსეს, მისი საწყისი კაპიტალი 150 ლარი იყო. როგორც დამფუძნებლები ამბობენ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ფასების პოლიტიკა დამოკიდებულია კლიენტის მოთხოვნაზე და ტერარიუმის შესრულების სირთულეზე. „კანტს“ დღეში 3-4 შეკვეთა აქვს და თითოეულის დამზადებას დაახლოებით 3 საათი სჭირდება. აღნიშნულ სეგმენტში დიდი კონკურენციაა, თუმცა „ კანტის“ უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შუშის გეომეტრიული ფორმების ტერარიუმს მხოლოდ ისინი ქმნიან. ბიზნესის წარმატებულობაზე მიუთითებს ისიც, რომ „კანტმა" მოკლე ხანში მაღაზიის გახსნაც შეძლო. სტუდენტების უახლოეს გეგმებში პროდუქციის დახვეწა და მათ დამზადებაში მაღალი ტექნოლოგიების ჩართვა შედის.