Johnnie Walker-მა “სამეფო კარის თამაშების” თემატიკაზე ვისკი გამოუშვა

2018.10.16 11:54:28
Johnnie Walker-მა “სამეფო კარის თამაშების” თემატიკაზე ვისკი გამოუშვა

HBO-სთან თანამშრომლობით, Johnnie Walker-მა, “სამეფო კარის თამაშების” თემატიკაზე, ვისკი გამოუშვა, სახელწოდებით “White Walker”. სასმელი შეზღუდული რაოდენობითაა გამოშვებული და მისი ფასი $36-ია.

White Walker-ს კარამელის, ვანილის, კენკრისა და გაყინული ხილის არომატი აქვს, რაც მის “ყინულოვან” ხასიათს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ Johnnie Walker არ არის პირველი, ვინც GOT-ის შთაგონებით სასმელი შექმნა. იქამდე იყო ლუდი, სახელწოდებით “Iron Throne Blonde Ale”. ასევე, “სამეფო კარის თამაშების” ღვინო, რომლის შეძენა ონლაინ მაღაზიაში ახლაც არის შესაძლებელი.